თბილისში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა, რომელიც ქალაქის ცენტრსა და კუს ტბას დააკავშირებს ერთმანეთთან. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.
თბილისში ახალმა საბაგირომ დაიწყო ფუნქციონირება, რომლის საშუალებითაც ვაკის პარკიდან კუს ტბაზე ასვლა იქნება შესაძლებელი.
თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს კაპიტალურად გარემონტებული ორი გონდოლა მოემსახურება. თითოეული გონდოლის ტევადობა 10-12 ადამიანია, მათ შორის ერთი მუდმივი გამცილებელია.
ყოველდღიურად საბაგირო გზა 2 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.