თბილისში ბიონარკოტიკების გამო მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანები
პოლიციის მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2014 წლის მაისიდან მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, ბიონარკოტიკის დამზადება და შენახვა 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ე.წ. ბიონარკოტიკის 150 შეფუთვა აღმოაჩნდა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნარკოტიკების პარტია პოლიციელებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ანალიზის ჩატარება ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოლოგიური შემოწმების სისტემა შეიძლება შეიცვალოს

„ბიონარკოტიკი“, იგივე „სპაისი“ მოსაწევი სინთეტიკური ნარევია. ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა. მას რამდენიმე სახის მცენარისა და ქიმიური ნივთიერებების შერევით იღებენ. „ბიოს“ მარიხუანის ეფექტი აქვს, თუმცა უფრო სწრაფად მოქმედებს.

ამგვარ ნარკოტიკთან ბრძოლის სირთულე ისაა, რომ მისი დამზადებისთვის აუცილებელი რამდენიმე ქიმიური ინგრედიენტის გამოწერა და ყიდვა ინტერნეტის საშუალებით ლეგალურად არის შესაძლებელი.

2014 წლიდან საქართველოს შსს-მ „ბიოსთან“ ბრძოლის კამპანია დაიწყო სახელწოდებით „არა ბიონარკოტიკს“. კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა და სპორტის მინისტრები.

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
ახმეტის მცხოვრებს ტროტილი, საბრძოლო მასალები და ნარკოტიკები აღმოუჩინეს

კამპანიის მიზანია ახალგაზრდობის მაქსიმალური ინფორმირება ამ ნარკოტიკის მავნე შედეგების შესახებ.

2014 წლის 1 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერების, ე.წ. „ბიოს“ უკანონო დამზადებას, წარმოებას, შენახვასა და გადაზიდვას ეხება. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა შესაბამისი მუხლი, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0