თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელმა, მოდელმა და ტელეწამყვანმა ჟანეტ ქერდიყოშვილმა პროფესიის შეცვლა და ტანსაცმლის დიზაინერობა გადაწყვიტა.
ჟანეტმა მოდისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ — მარანგონის ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტი მსურველებს პროგრამებისა და სპეციალობების ფართო არჩევანს სთავაზობს — ტანსაცმლისა და ინტერიერის დიზაინიდან მოდის ინდუსტრიაში ბიზნესისა და ბრენდ-მენეჯმენტამდე.
ინსტიტუტის კამპუსები მსოფლიოს მოდის მთავარ ქალაქებშია განთავსებული: მილანში, პარიზსა და ლონდონში, შანხაისა და ფლორენციაში, უდიდესი დიზაინერული კომპანიების გვერდით, რომლებიც ნიჭიერ სტუდენტებს აქტიურად რთავენ თავის პროექტებზე მუშაობაში.
ჟანეტი მილანში ისწავლის. გოგონას თქმით, ეს ინსტიტუტი მისი სანუკვარი ოცნება იყო ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგში სკოლის დამთავრებიდან მოყოლებული.
„ვოცნებობდი მოდის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ სკოლაში — Instituto Marangoni სწავლაზე, რომელიც დაამთავრეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა მოდის ინდუსტრიაში, როგორიც არიან Franco Moschino, Domenico Dolce, Stefano Guerriero, Alessandro De Benedetti და სხვები… მაგრამ მშობლებმა საქართველოში წამიყვანეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისა (ჟურნალისტიკის ფაკულტეტი) და სახელმწიფო სატელევიზიო არხებზე მუშაობის შემდეგ ახლობლების მხარდაჭერით მილანში გადასვლა და დიდი ხნის ოცნების განხორციელება გადავწყვიტე“, — დაწერა ჟანეტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ამ მოვლენას ჟანეტმა თავისი ცხოვრების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა და განაცხადა, რომ სწავლა მას კმაყოფილებასა და დადებით ემოციებს მოუტანს.
ჟანეტი რეგულარულად უზიარებს მარაგონის ინსტიტუტიდან ხელმომწერებს თავის ფოტოებს, ასევე სკეტჩებსა და ტანსაცმლის მოდელირებაში პირველ ნაბიჯებს.
ჟანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა თბილისში. „მის საქართველო 2011“-ის ტიტული 19 წლისამ მიიღო. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში უკრაინაში, ასევე იყო წამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემისა „მის საქართველო 2015“-ის კონკურსის დღიურები“.
გოგონა დიდი ხანია ხატვით არის გატაცებული და სხვადასხვა სილამაზის კონკურსზე გამოსვლისას ცდილობდა ტანსაცმელი თავად შეექმნა. ასე შექმნა ჟანეტმა თავისი საღამოს კაბა „მის სამყარო 2015“-ის ტანსაცმლის დეფილესთვის.
განსაკუთრებული პოპულარობა ჟანეტს 2013 წელს ძმები მელაძეების რეალითი-შოუში Хочу в ВИА Гру მონაწილეობამ მოუტანა.