საქართველოში "მის ბიკინი 2016"-ის გამარჯვებული გამოავლინეს

გამოწერა

საქართველოში სილამაზის კონკურსი „მის ბიკინი 2016"-ის გამარჯვებული 22 წლის აურელია ჩებანი გახდა. იხილეთ კონკურსის ამსახველი ვიდეოკადრები.

კონკურსის გამარჯვებული ქალაქ გორის წარმომადგენელი 22 წლის აურელია ჩებანი გახდა. წარმოშობით მოლდაველი აურელია თავისუფლად საუბრობს ქართულ ენაზე და სამოდელო კარიერაზე ოცნებობს.

ულამაზესის ტიტულისთვის 15 ფინალისტი იბრძოდა, რომელთა ასაკი 18-დან 27 წლამდე იყო. გოგონები ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებშიც წარდგნენ და კოქტეილისა თუ საღამოს კაბებშიც.

ჟიური შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ დათო ხუჯაძე და მარკუს მეტრეველი, სამოდელო სააგენტო „კატრინას“ დამაარსებელი ეკა მგალობლიშვილი, „მის ბიკინის“ ყოფილი მონაწილე თამო ვაშალომიძე და სხვები.

საქართველოში „მის ბიკინი“ პირველად ორი წლის წინ ჩატარდა. წელს კონკურსის ორგანიზატორი იყო სარეკლამო კომპანია „ირაკლიონი“, რომელიც საქართველოში ამ კონკურსის ჩატარებაზე ლიცენზიის მფლობელია.

ყველა ახალი ამბავი
0