ბათუმში სილამაზის კონკურსი Miss and Mister Planet 2016 გაიმართა

© FB/ Miss and Mister Planet Miss and Mister Planet 2016–ის გამარჯვებულები
Miss and Mister Planet 2016–ის გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებული გახდნენ ბულგარეთის წარმომადგენელი მარინა ვოიკოვა და აზერბაიჯანელი იუსიფ ჯაფარლი.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში სილამაზის კონკურსის Miss and Mister Planet 2016 ფინალი გაიმართა.

კონკურსის ფარგლებში, რომელშიც მთელი მსოფლიოდან 35 წყვილი მონაწილეობდა, გაიმართა ტური ეროვნულ კოსტიუმებში და დეფილე საცურაო კოსტიუმებში, ასევე ტალანტების ტური. ყველა გამოსვლა 3–დან 10 სექტემბრამდე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართა.

აურელია ჩებანი - Sputnik საქართველო
საქართველომ „მის ბიკინი 2016“ გამოავლინა

კონკურსზე საუკეთესოდ აღიარეს ბულგარეთის წარმომადგენელი მარინა ვოიკოვა და აზერბაიჯანელი იუსიფ ჯაფარლი.

Miss and Mister Planet 2016–ის ტიტულის მფლობელებს, ტრადიციულად, ოქროს ექსკლუზიური გვირგვინი დაადგეს. გარდა ამისა, კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს.

კონკურსზე საქართველო თამუნა ჯიშკარიანმა და ლევან გუგუშვილმა წარადგინეს. ჯიშკარიანმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გუგუშვილი „პლანეტის ვიცე–მისტერი“ გახდა.

© FB/MISS & MISTER PLANETთამუნა ჯიშკარიანი დ ლევან გუგუშვილი
თამუნა ჯიშკარიანი დ ლევან გუგუშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ჯიშკარიანი დ ლევან გუგუშვილი

Miss and Mister Planet 2016–ის ორგანიზატორი საქართველოში სამოდელო სააგენტო „კატრინი“ იყო. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ჟურნალისტები, მომღერლები, დიზაინერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფინალურ შოუზე გამოვიდნენ ქართველი შემსრულებლები: მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე, ქეთი გომართელი და ნინი შერმადინი.


ყველა ახალი ამბავი
0