საქართველომ „მის ბიკინი 2016“ გამოავლინა

© FB/ Irakli Kakhniashviliაურელია ჩებანი
აურელია ჩებანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიტულის მფლობელი საქართველოს „მის ბიკინი იუნივერს 2016-ზე“ წარადგენს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოში სილამაზის კონკურსის „მის ბიკინი 2016" გამარჯვებული გამოავლინეს. ეს 22 წლის აურელია ჩებანია.

მიმდინარე წლის სექტემბერში ტიტულის მფლობელი საქართველოს სახელით გაემგზავრება ჩინეთში კონკურსზე Miss bikini Universe 2016. აურელია 90 ქვეყნის წარმომადგენელ გოგონას გაეჯიბრება.

ეროვნული კონკურსის ფინალი 23 ივლისს გაიმართა ბათუმში. მეორე ადგილზე ანა ოძელი გავიდა, ხოლო „მის ელეგანტურობის“ ტიტული ნინი ნინუას ერგო.

ულამაზესის ტიტულისთვის 15 ფინალისტი იბრძოდა, რომელთა ასაკი 18-დან 27 წლამდე იყო. გოგონები ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებშიც წარდგნენ და კოქტეილისა თუ საღამოს კაბებშიც.

ჟიური შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ დათო ხუჯაძე და მარკუს მეტრეველი, სამოდელო სააგენტო „კატრინას“ დამაარსებელი ეკა მგალობლიშვილი, „მის ბიკინის“ ყოფილი მონაწილე თამო ვაშალომიძე და სხვები.

საქართველოში „მის ბიკინი“ პირველად ორი წლის წინ ჩატარდა. წელს კონკურსის ორგანიზატორი იყო სარეკლამო კომპანია „ირაკლიონი“, რომელიც საქართველოში ამ კონკურსის ჩატარებაზე ლიცენზიის მფლობელია.

ყველა ახალი ამბავი
0