თბილისი, 11 ოქტომბერი– Sputnik. ხელოვნების ფესტივალ GIFT-ზე ორი რუსული თეატრი —ევგენი ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და "დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია" წარდგება.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საიუბილეო ქართული საერთაშორისო ფესტივალი GIFT თბილისში 2016 წლის 15-25 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალზე გქმოვლენ აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და საქართველოს თეატრალური კოლექტივები.
2016 წელს Sputnik საქართველო ფესტივალ GIFT-ის ღონისძიებათა საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
"როგორც ვახტანგოვის თეატრი, ასევე კრიმოვის ლაბორატორია ჩვენი ხშირი სტუმრები და GIFT-ის ბოლო სეზონების მონაწილეები არიან. ქართველი მაყურებელი მოუთმენლად და სიამოვნებით ელის ორივე რუსული თეატრის გამოსვლებს. ბილეთები სპექტაკლებამდე ბევრად ადრე მთავრდება, ჩვენებებზე კი სრული ანშლაგია",-განუცხადა Sputnik-ს GIFT-ის პრესსამსახურის უფროსმა მაკა პეტრენკომ.
ვახტანგოვის თეატრი თბილისში აჩვენებს თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით რიმას ტუმინასის მიერ დადგმულ სპექტაკლს "ალვის ხეებში ქარი შრიალებს". მთავარ როლებში-მსახიობები ვლადიმერ სიმონოვი, ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი და მაქსიმ სუხანოვი.
"ალვის ხეებში ქარი შრიალბს" —ისტორია ომგამოვლილ სამ მოხუცზე. თავისი ცხოვრების ბოლო წლებს ისინი თავშესაფარში ატარებენ, ამ დროს ისინი ინარჩუნებენ უზარმაზარ სიყვარულს სიცოცხლისა და ერთმანეთისადმი, მისწრაფებას სანუკვარი ოცნებისკენ, იუმორის გრძნობას და სირთულეების გადალახვის უნარს. ყველაფერი კარგად არის, თუმცა დიდი კამათის შემდეგ ეს სამეული სასოწარკვეთილ საქციელს გადაწყვეტს — იმ გორაკზე გაქცევას, სადაც ალვის ხეები შრიალებს.
ვახტანგოვის თეატრის სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 18 და 19 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება.
მოსკოვის მეორე თეატრალური კოლექტივი "დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია" საქართველოს დედაქალაქში შეასრულებს დადგმას "დემონი.ხედი ზემოდან". ეს უსიტყვო სპექტაკლი-პერფორმანსია, "კრიმოვის ლაბორატორიის" კოლექტიური ნაწარმოები მიხეილ ლერმონტოვის პოემის "დემონის" მიხედვით. მისი წარმოდგენა გაიმართება იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" 20 და 21 ნოემბერს 21:00 საათზე.
ორივე რუსული თეატრი GIFT-ის მუდმივი სტუმრები არიან.
ფესტივალის სხვა მონაწილეებს შორის არიან ფლამენკოს ცნობილი შემსრულებელი ესპანელი ევა ერბაბუენა, იტალიიდან Atir Teatro Ringhiera, გერმანიიდან თეატრი "ფოლკსბიუნე" და მრავალი სხვა. ქართულ თეატრალურ შემოქმედებას ფესტივალ GIFT-ზე წარმოადგენენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო და სამეფო უბნის თეატრი.
ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერ-კლასები, გამოფენები და პერფორმანსები.
დაწვრილებითი პროგრამის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ფესტივალის სპექტაკლის ბილეთების ყიდვა შესაძლებელია როგორც თეატრების სალაროებში, ასევე საიტზე.
GIFT — ერთადერთი ფესტივალი საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. ის დაარსდა 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ(ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი).