ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT საქართველოში 15 ოქტომბერს დაიწყება

© photo: Sputnikმ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მაყურებელს ოქტომბერ-ნოემბერში საკუთარ სპექტაკლებს რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის თეატრალური დასები წარმოუდგენენ.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT საქართველოს დედაქალაქში 15 ოქტომბერს გაიხსნება და ის 25 ნოემბრამდე გასტანს.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებელი იხილავს თეატრალურ დასებს აშშ-დან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. 

მათ შორის ორი რუსული თეატრია — ევგენი ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ფლამენკოს სახელგანთქმული შემსრულებელი ევა ერბაბუენა ესპანეთიდან, Atir Teatro Ringhiera იტალიიდან, თეატრი „ფოლკსბიუნე“ გერმანიიდან და სხვა.

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – პროგრამა
 

ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ფესტივალზე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო და სამეფო უბნის თეატრი წარმოადგენენ. 

თეატრის პროგრამა დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ

ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერ-კლასები, გამოფენები და პერფორმანსები. თეატრალური ფესტივალის პერფორმანსებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი ქართველი ფოტოგრაფისა და დიზაინერის ირმა შარიქაძის პერფორმანსი Tango de Rosas. ეს არის კონცეპტუალურ-ვიზუალური პროექტი, რომელიც აერთიანებს ავტორის ხედვას ხელოვნებაზე და ცეკვას. 

ფესტივალის სპექტაკლებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ისე ვებ-გვერდზე

„Sputnik-საქართველო“ 2016 წელს თეატრალური ფესტივალი GIFT-ის ღონისძიებების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა,

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი).

ყველა ახალი ამბავი
0