თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში, თბილისის საერაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, იაპონიის, ინდოეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ევოპული ქვეყნების თეატრალური კოლექტივების გახმაურებული სპექტაკლების ნახვა შეგიძლიათ.
ქართული პროგრამა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ფესტივალი სხვადასხვა სცენაზე 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ დააარსა. მისი მიზანია ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზება.
ფესტივალი ყოველწლიურად თავის სცენაზე წარმოადგენს არა მხოლოდ სეზონის ყველაზე წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ ასევე მასპინძლობს სხვადასხვა შემოქმედებით დისკუსიას, გამოფენას, პერფორმანსს მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივების მონაწილეობით. 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
სპექტაკლებზე დასასწრებად ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრების სალაროებში, ისე ონლაინ – ვებგვერდზე www.biletebi.ge
საერთაშორისო პროგრამა
24 სექტემბერი, 20:00 – „შიგნიდან“, ადიტი მანგალდასის ცეკვის კომპანია, ინდოეთი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
26 სექტემბერი — სპექტაკლი „პერეგრინუსი“, თეატრი „კტო“, პოლონეთი, („ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირი)
26 სექტემბერი — სპექტაკლი „წყლად გადაიქეცი“, „კარი ჰოას პროდაქშენი“ ნორვეგია (მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენა)
28 სექტემბერი — სპექტაკლი „ვარდები“, „დახ დოთერზ ბენდი“ უკრაინა (კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრის“ სცენა)
1, 2 ოქტომბერი, 20:00 – „რუსი რანდევუზე“, ფომენკოს თეატრი–სახელოსნო, რუსეთი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
1 ოქტომბერი, 20:00 – „მარია ბრაუნის ქორწინება“, „შაუბიუნეს“ თეატრი (Schaubühne), გერმანია (რუსთაველის თეატრის სცენა)
1, 2, 3 ოქტომბერი, 20:00 – „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“, თეატრალური კომპანია Still House, დიდი ბრიტანეთი („ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირი)
4, 5 ოქტომბერი, 20:00 – „ალუბლის ბაღის პორტრეტები“, თეატრი „თხის სიმღერა“, პოლონეთი (სამეფო უბნის თეატრის სცენა)
6 ოქტომბერი, 20:00 – „ტროელი ქალები“, კომპანია „ტოგო“ სუძუკიდან, იაპონია (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
საერთაშორისო პროგრამა New
3 ოქტომერი, 20:00 – „მეფე ჯონი“, ერევნის სუნდუკიანის სახელობის ნაციონალური აკადემიური თეატრი, სომხეთი (დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენა)
ქართული პროგრამა
4 ოქტომბერი, 18:00 – „მარჯვენა მარცხენა მაღალ ქუსლებზე“, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
4, 5 ოქტომბერი, 19:00 – „აურზაური არაფრის გამო“, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენა)
4, 5 ოქტომბერი, 20:00 და 18:00 – „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
4 ოქტომბერი, 20:00 – „მეთევზე ერთი, ორი“, ლადო მესხიშვილის სახელობისა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრები (რუსთაველის თეატრის სცენა)
5 ოქტომბერი, 16:00 – „სტუმარ–მასპინძელი“, ახმეტელის თეატრი (ახმეტელის თეატრიის სცენა)
5 ოქტომბერი, 20:00 – „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი (გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სცენა)
6, 8 ოქტომბერი, 13:00 და 20:00 – „პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“, სამეფო უბნის თეატრი (სამეფო უბნის თეატრის სცენა)
6 ოქტომბერი, 16:00 – „13 ივნისი“, – გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი (თოჯინების თეატრის სცენა)
6 ოქტომბერი, 18:00 – „წუხილი“, დამოუკიდებელი პროექტი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
6 ოქტომბერი, 20:00 – „მოხუცი ქალის ვიზიტი“, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
6 ოქტომბერი, 21:00 – „ცხოვრება იდიოტისა“, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა დ დრამის თეატრი (მუსკომედიის თეატრის სცენა)
7 ოქტომბერი, 13:00 – „შიმშილის ღმერთი“, დამოუკიდებელი პროექტი (სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი)
7 ოქტომბერი, 16:00 – „გამოუქვეყნებელი ნოველა“, გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი (თოჯინების თეატრის სცენა)
7 ოქტომბერი, 17:00 – „შვლის ნუკრის ნაამბობი“, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის თეატრი (მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე)
7, 8 ოქტომბერი, 18:00 და 21:00 – „Begault – უცხოობაში“, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი (მარჯანიშვილის თეატრის სცენა)
7 ოქტომბერი, 20:00 – „მეფე ლირი“, – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრი (თუმანიშვილის თეატრის სცენა)
8 ოქტომბერი, 18:00 – „წმინდა ანტუანის სასწაული“, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ილიას თეატრის სცენა)
8 ოქტომბერი, 19:00 – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ თავისუფალი თეატრი (თავისუფალი თეატრის სცენა)
8 ოქტომბერი, 20:00 – „ქარიშხალი“, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სცენა)
8 ოქტომბერი, 20:00 – „დაკანონებული უკანონობა“, რუსთაველის თეატრი (რუსთაველის თეატრის სცენა)