საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებს ლეგიტიმური უწოდა

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა ხმათა 1,55% მოაგროვა და პარლამენტში ვერ შევიდა, ის ვერ ხედავს არჩევნებში ეჭვის შეტანის საფუძველს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს ეჭვი არ ეპარება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობაში. 

ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს.

პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. 

„არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა..თუმცა ამ პროცესშიც ვისურვებდი ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა და უკეთ გააზრება ჩვენ-ჩვენი როლების, — განაცხადა უსუფაშვილმა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა
 

 მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო  როდესაც არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული „ფარული ხელი“ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიეღო გარკვეული პორციებით, რაღაც გარკვეული ლოგიკით. 

„ეს დაუშვებელია და მე ვისურვებდი, რომ მსგავსი კითხვების დასმის საფუძველი არ გვქონდეს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ აინტერესებდეს ვისთვის რა ციფრის ხილვა იქნებოდა უფრო სასურველი ტელეეკრანზე არჩევნების დასაწყისში თუ არჩევნების ბოლოს. ეს ძალინ სერიოზული თემაა, რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ყურადღება უნდა მიექცეს”, — თქვა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს

ამასთან უსუფაშვილმა, რომლის უფლებამოსილების ვადაც მას შემდეგ ამოიწურება რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფორმირება საბოლოოდ დასრულდება, განაცხადა, რომ რჩება გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფლად.

„მე ძალიან მინდა, ვისურვო, რომ პერსონალურად იგი და მისი მხარდამჭერები შეძლებენ იმ ძალიან რთულ გზაზე წარმატებით გავლას, რომელიც თავად აირჩიეს. ჩემი აზრით, მან და მისმა ჭეშმარიტმა მხარდამჭერებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს-საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა. ეს არის ყველაზე რთული გზა და არა ყველაზე ადვილი გზა, როგორც ეს დღეს ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ მე მას პირადად და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას და ქვეყნის წინ წაყვანას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0