ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა

გამოწერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო უბნების 100%-ის შედეგები დაითვალა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს.

პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. 

ამ დროისათვის ცესკომ უბნების 100%-ის გადათვლა დაასრულა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0