„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმად სახელმწიფოს მეთაურს არა ქვეყნის მოქალაქეები, არამედ დეპუტატები აირჩევენ.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით არ უნდა ხდებოდეს, ის პარლამენტმა უნდა აირჩიოს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ვოლსკიმ.

ამისთვის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უმრავლესობას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანდატიან 51 ოლქში მეორე ტური გაიმართება, პარტიაში უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე (113 დეპუტატი) ლაპარაკობენ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ პარლამენტში 113 ადგილს მიიღებს

„გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომლებიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და რეალურად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობა. შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ანალოგიურ მოსაზრებას ემხრობა კიდევ ერთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გია ჟორჟოლიანი.

„რასაკვირველია, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა. საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრეზიდენტს ირჩევს ან პარლამენტი, ან ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც პარლამენტის, ადგილობრივი ორგანოებისა და სხვა წარმომადგენლებისგან შედგება… ასე რომ, ამაზე მსჯელობა, რასაკვირველია, შეიძლება“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: „ქართული ოცნება“ – 49,65%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,63%

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ესა თუ ის პარტია, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, დიდი ცდუნების წინაშე დგება, შეიტანოს ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, ამით კი შეცდომების დაშვების ალბათობაც იზრდება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მართვა ძნელი არაა, მაგრამ შეცდომების დაშვებაც ადვილია. ეს ძალიან ხშირად ხდებოდა ჩვენ რეალობაში“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

ამჟამად საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეები ხუთი წლის ვადით საყოველთაო არჩევნებზე ირჩევენ. პრეზიდენტის შემდგომი არჩევნები 2018 წელს უნდა გაიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0