თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტში 113 ადგილს მოიპოვებს მას შემდეგ, რაც ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტური ჩატარდება, განაცხადა პარტიის აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
„აღვნიშნავთ, რომ 23-მა კანდიდატმა — ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ მოეპოვებინა პირველივე ტურში გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში“, — განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის დასკვნით, ამგვარად „ქართული ოცნება“ საკონტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს საქართველოს პარლამენტში.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში და „ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ქვეყნის მართვას“.