თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ თუ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, რომლებმაც საკმარისი ხმები მოაგროვეს პარლამენტის დეპუტატობისთვის, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ეს არასწორი იქნება, თუმცა სასარგებლო იქნება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ კანდიდატებს, რომლებმაც არჩევნების შედეგებით დეპუტატის მანდატი უნდა მიიღონ, შეხვდნენ თავიანთ მომხრეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, შევიდნენ თუ არა პარლამენტში.
ის თვლის, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია გადაჯგუფება და ის ვერ ხედავს კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს.
„(თუ ნაცმოძრაობა არ შევა პარლამენტში — რედ.) ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა უსუსური პარტიის მხრიდან, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია“. ჩვენ არ გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მათი მხრიდან. საბოლოო ჯამში, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის“ – თქვა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის მოვლენების ასეთი განვითარებისათვის. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში მოვლენები დემოკრატიულად განვითარდება.
რაც შეეხება ჩვენ დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სწორედ ჩვენ ვიყავით და ვართ იმის გარანტი, რომ ისინი პარლამენტში ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენ მივეცით მოსახლეობას ამის გარანტია და შევასრულებთ მას“, — აღნიშნა კობახიძემ.
მომავალ პარლამენტში 150 ადგილია და ნაციონალური მოძრაობა 27 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, და ეს იქნება მათი საბოლოო მარგინალიზაციის დასაწყისი, თქვა მან.
„საგანგაშოა, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, მხოლოდ 27%-ს იღებს საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის შედეგი იმ დაუბალანსებელი მედიაგარემოსი, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში ოთხი წლის მანძილზე“, — თქვა კობახიძემ.
მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, სადაც მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ ტოტალური აგიტაცია და პროპაგანდა.
საპარლამენტო არჩვენები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა. 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 52-ში მეორე ტური უნდა გაიმართოს. 21 ოლქში უკვე გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ. ამ დროისთვის ცესკომ დაითვალა საარჩევნო უბნების 99,92%. პროპორციული სისტემით ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (48,6%), ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 27,14 % დააგროვა.