საპარლამენტო არჩევნები: მეორე ტური თბილისის ბევრ რაიონშია მოსალოდნელი

გამოწერა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას ასრულებს. ამ დროისთვის, თბილისის 22 რაიონში, მაჟორიტარული სისტემით ხმათა საკმარისi რაოდენობის მოპოვებას მხოლოდ ოთხი კანდიდატი ახერხებს – ყველა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა — 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73  მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.  „პარტიულ“ ადგილებზე 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძოდა.

პირველივე ტურში გამარჯვებისთვის დეპუტატობის კანდიდატმა უნდა მიიღოს  50%+1 ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური ინიშნება.

თბილისის ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრის წინასწარი შედეგები:

საარჩევნო ოლქი №1, მთაწმინდის რაიონი
სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი – 44,4%
ნიკოლოზ რურუა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) – 26,9%

საარჩევნო ოლქი №2, ვაკის რაიონი

ბიძინა გეგიძე – „ქართული ოცნება“ – 48,83%
ელენე ხოშტარია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22,22%

საარჩევნო ოლქი №3, ვაკის რაიონი
ზაზა ხუციშვილი – „ქართული ოცნება“ – 50,53%
პეტრე ცისკარიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 19,3%

საარჩევნო ოლქი №4, საბურთალოს რაიონი

მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნება“ – 51,81%
ჯარჯი დოლიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 20,67%

საარჩევნო ოლქი №5, საბურთალოს რაიონი

ნინო გოგუაძე – „ქართული ოცნება“ – 51,52%
გიორგი როინიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 18,84%

საარჩევნო ოლქი №6, საბურთალოს რაიონი

ლევან გოგიჩაიშვილი – „ქართული ოცნება“ – 46,76%
სევდია უგრეხელიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 17,03%

საარჩევნო ოლქი №7, კრწანისის რაიონი
ექა ოდიშარია – „ქართული ოცნება“ – 47,92%
ირაკლი აბესაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29,34%

საარჩევნო ოლქი №8, ისნის რაიონი

ირაკლი აბუსერიძე – „ქართული ოცნება“ – 42,71%
გიორგი ონიანი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 24,28%

საარჩევნო ოლქი №9, ისნის რაიონი
დავით ჭიჭინაძე – „ქართული ოცნება“ – 48,35%
ბესიკ კვიციანი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 27,23%

საარჩევნო ოლქი №10, ისნის რაიონი

ბექა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ – 45,46%
ზაზა კედელაშვილი –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 26,87%

საარჩევნო ოლქი №11, სამგორის რაიონი
გიორგი მოსიძე – „ქართული ოცნება“ – 47,64%
ირაკლი ნადირაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 23,99%

საარჩევნო ოლქი №12, სამგორის რაიონი
მარიამ ჯაში – „ქართული ოცნება“ – 42,85%
დავით ჟღენტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 27,37%

საარჩევნო ოლქი №13, სამგორის რაიონი
შოთა ხაბარელი – „ქართული ოცნება“ – 45,27%
გიორგი ხახნელიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 25,52%

საარჩევნო ოლქი №14, ჩუღურეთის რაიონი
გიორგი ვოლსკი – „ქართული ოცნება“ – 57,32%
ირაკლი ჩოლოყაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 23,71%

საარჩევნო ოლქი №15, დიდუბის რაიონი
ზაზა პაპუაშვილი – „ქართული ოცნება“ – 47,28%
დავით ნაფეტვარიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 19,77%

საარჩევნო ოლქი №16, დიდუბის რაიონი
ივლიან წულაია – „ქართული ოცნება“ – 47%
ირაკლი დვალი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 20,85%

საარჩევნო ოლქი №17, ნაძალადევის რაიონი

სოფიო კილაძე – „ქართული ოცნება“ – 44,83%
მურმან თხელიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 19,84%

საარჩევნო ოლქი №18, ნაძალადევის რაიონი
მიხეილ ყაველაშვილი – „ქართული ოცნება“ – 47,36%
მამუკა გუგეშაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 25,03%

საარჩევნო ოლქი №19, ნაძალადევის რაიონი
ზაზა გაბუნია – „ქართული ოცნება“ – 46%
ლერი დემეტრაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 26,23%

საარჩევნო ოლქი №20, გლდანის რაიონი
კობა კობალაძე – „ქართული ოცნება“ – 40,52%
ალექსანდრე ჩაფიჩაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 24,18%

საარჩევნო ოლქი №21, გლდანის რაიონი
ლევან კობიაშვილი – „ქართული ოცნება“ – 49,1%
სერგო რატიანი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 30,49%

საარჩევნო ოლქი №22, გლდანის რაიონი
ლევან კობერიძე – „ქართული ოცნება“ – 44,8%
გიორგი ბარამიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 25,65%

ყველა ახალი ამბავი
0