ქართველი დიზაინერები მოსკოვის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციებს წარადგენენ

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგოგა ნიქაბაძის კოლექციის ჩვენება
გოგა ნიქაბაძის კოლექციის ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერი გოგა ნიქაბაძე Mercedes-Benz Fashion Week-ზე ახალბედა არ არის, ხოლო ბრენდი Mach&Mach პირველად იქნება წარდგენილი.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი დიზაინერების ახალი კოლექციები იქნება წარდგენილი Mercedes-Benz Fashion Week-ზე, რომელიც მოსკოვში 13-17 ოქტომბერს გაიმართება.
მოსკოვის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზ „მანეჟში“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენს 70-ზე მეტი დიზაინერი რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ოფიციალური ჰეშთეგია #MBFWRussia. მოდის ჩვენების მთავარი თემა წელს არის „უკან მომავალში: რუსული არტ-მემკვიდრეობა“, იუწყებიან ორგანიზატორები.

კარლო ლუკელის სამკაულები - Sputnik საქართველო
კარლო ლუკელი - ნატოს სამხედრო ოფიცრობიდან მსოფლიოში აღიარებულ დიზაინერობამდე

Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს მოდის კვირეულის მუდმივი ჰედლაინერი, დიზაინერი სლავა ზაიცევი გახსნის. თავის კოლექციებს ასევე წარმოადგენენ მოდელიერები ალიონა ახმადულინა, Viva Vox, იასია მინოჩკინა, იულია ნიკოლაევა, დაშა გაუზერი, იულია დალაქიანი, იგორ გულიაევი, Dimaneu, Saint-Tokyo და დიზაინერი გიგა ნიქაბაძე საქართველოდან.

გოგა ნიქაბაძეს რუსეთის დედაქალაქში მოდის კრიტიკოსების, ბლოგერებისა და თანამედროვე მოდის მიმდევარი ქალების საყვარელ მოდელიორად იხსენიებენ. წარმოშობით ბათუმელმა მოდელიერმა თავისი პირველი კოლექცია 14 წლისამ შექმნა. უკვე 2001 წელს კი შეიქმნა მისი ბრენდი GOGA NIKABADZE. სლავა ზაიცევის საყვარელი მოწაფე ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს საქართველოში ქმნის.

ბრენდის გზავნილია „ჭკვიანური ფუფუნება“, ტანსაცმელი ტრენდების ნამდვილი მოყვარულებისთვის, სადაც ერთმანეთს ერწყმის კოსტიუმის შექმნის ევროპული სკოლა და ოდნავ შესამჩნევი აღმოსავლური აქცენტი.

გარდა ამისა, ტრადიციისამებრ, მოდის კვირეული ნიჭიერ დებიუტანტებს დაუჭერს მხარს. მათ შორის არიან Julia Dilua, ანასტასია კონდაკოვა, ZA_ZA, Anika, Naidal, Turbo Yulia, Nikolay LEGENDA და სხვები.

ნიუკამერებს შორისაა ქართული მოდური ბრენდი Mach&Mach. მის უკან დიზაინერი დები — გვანცა და ნინა მაჭარაშვილები დგანან (Gvantsa Mach და Nina Mach). გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა — დიპლომირებული ექიმი. თავისი მარკა გოგონებმა 2012 წელს შექმნეს. Mach&Mach — ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწინო კაბების ბრენდი, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე - Sputnik საქართველო
რა გადასცა ლედი გაგას პირად დიზაინერს ქართველმა ხელოვანმა

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მოდის კვირეულზე უკვე მესამედ გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალურად შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება.

Mercedes-Benz Fashion Week Russia ყველა ჩვენების ტრანსლაცია 360° ფორმატში პირველად გაიმართება. პოდიუმზე მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნება შესაძლებელია ვებ-გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით.

Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს წელს გააშუქებენ რუსეთისა და უცხოეთის მედიასაშუალებები, მათ შორის Elle China, Vogue (აშშ), Vogue (დიდი ბრიტანეთი), Vogue (ინდოეთი), Marie Claire (აშშ), Paper, L’Officiel (საფრანგეთი), Fashionista და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0