კახიშვილი: სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს

© facebook.com/moc.gov.geკახი კახიშვილი
კახი კახიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ირწმუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები მხოლოდ ლოზუნგებია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების არჩევნებზე გააქტიურებისკენ არის მიმართული.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. ეს დაადასტურა მისმა მეუღლე სანდრა რულოვსმაც, რომელიც ზუგდიდის რაიონში იყრის კენჭს.

ენმ-ს აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: საქართველოში დრაივი ენატრებათ

„ყველამ კარგად ვიცით, რომ საარჩევნო პერიოდში საჭიროა მხარდამჭერების მობილიზაცია, შესაბამისი პროგრამები იქმნება და ერთ-ერთი ლოზუნგია – „მე დავბრუნდები”. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ის საქართველოში დაბრუნების საკითხს არც განიხილავს“, — განაცხადა კახიშვილმა ტელეარხ „მაესტროს“ გადაცემა „ღამის კონტაქტში“.

ლოზუნგის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ამომრჩევლის გააქტიურებაა, აღნიშნა მინისტრმა.

„და ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ მათი მხარდამჭერები მობილიზებული იყვნენ. როგორ იმუშავებს ეს ლოზუნგი – ეს მეორე საკითხია. ჩემი აზრით, ეს უკურეაქციას გამოიწვევს“, — განაცხადა კახიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხშირი გამოჩენა ტელეეკრანებზე და განცხადებები დაბრუნების შესახებ უკვე მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არ მოსწონთ.

აქცია - Sputnik საქართველო
აშშ-ის საელჩოსთან სააკაშვილის „პანაშვიდი“ ჩატარდა

ამასთან, სწორედ სააკაშვილის მიმართვა ვარდების მოედანზე დიდი ეკრანიდან გახდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო მასშტაბური აქციის მთავარი მოვლენა. მან იქ შეკრებილები  არჩევნებში ნაცმოძრაობის გამარჯვებაში დაარწმუნა და პირობა დადო, რომ ამის შემდეგ დაბრუნდება.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მისი ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ დატოვა. თავდაპირველად იგი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, ხოლო შემდეგ კიევში ჩავიდა და უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობების წყალობით მალე ოდესის გუბერნატორის პოსტი დაიკავა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

სააკაშვილის საქართველოდან წასვლის შემდეგ მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0