გაეროში ბირთვული საფრთხის რისკების შემცირებაში საქართველოს როლი აღინიშნა

© FB / СГБ Грузииრეგიონუალური უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმი
რეგიონუალური უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში 5-6 ოქტომბერს რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ ექსპერტები, ასევე ოფიციალური პირები შავი ზღვის რეგიონიდან, ევროპიდან და აშშ-დან.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო რეგიონში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხის რისკების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განაცხადა დანაშაულისა და მართლმსაჯულების საკითხებში გაეროს რეგიონთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანჩესკო მიორინიმ.

მიორინი მონაწილეობს თბილისში მიმდინარე რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმში „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“.

ურანი - Sputnik საქართველო
საქართველოში ურანის 3 მლნ დოლარად გაყიდვას ცდილობდნენ

„ჩვენ საქართველოსთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხის რისკების შემცირების თვალსაზრისით საქართველოს, როგორც ლიდერისა და მოდელის როლი მთელი რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მოქმედების გეგმა შეიმუშავა“, — განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული საკითხი ძალზე აქტუალურია და ძლიერ რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს.

ექსპერტები, ასევე ოფიციალური პირები შავი ზღვის რეგიონიდან, ევროპიდან და აშშ-დან ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირების მექანიზმების საკითხებს განიხილავენ.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველანაირად ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, რომ ამგვარი ფორმატის შეხვედრები ხშირად გაიმართოს. ამგვარ ფორუმებზე, როგორც ყოველთვის, ხდება ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა მოსაზრებისა და პოზიციის შეჯერება“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

პან გი მუნი - Sputnik საქართველო
პან გი მუნი: ჩრდილოკორეული ბირთვული იარაღი სირიის კრიზისზე უფრო საშიშია

ორდღიანი ფორუმი მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველო აქტიურად ებრძვის ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ტრანსპორტირებას. მხოლოდ წელს, აპრილში ქართველმა სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერებების — ურანი-238 და ურანი-235 — უკანონო გასაღების ორი ფაქტი აღკვეთეს.

აპრილში ბირთვული მრეწველობის სამიტზე ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ბირთვულ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის გადასცეს ჯილდო „ატომები მშვიდობისთვის“.

ყველა ახალი ამბავი
0