თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას უფრო სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე სირიასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების შედეგებია, ციტირებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის სიტყვებს „ასოშეითედ პრესზე“ დაყრდნობით.
„ეს იმიტომ, რომ საუბარია ბირთვულ იარაღზე, ბალისტიკურ რაკეტებზე და რეჟიმზე, რომლის ნაბიჯების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია“, — ხაზი გაუსვა გენმდივანმა.
შეგახსენებთ: ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ პარასკევს დაადასტურა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი და განაცხადა, რომ შეუძლიათ ბირთვული „ბოეგოლოვკებით“ აღჭურვონ ბალისტიკური რაკეტები.