გაეროს წარმომადგენელმა დაგმო ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში

© FB / UNDPნილს სკოტი
ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო დღის მოვლენებმა შეცვალეს წინასაარჩევნო სურათი ქვეყანაში.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში ახლო წარსულამდე მისაბაძი იყო, თქვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ქვეყნებში ნილს სკოტმა.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე თბილისის ცენტრში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. აფეთქები მომენტში მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სერიოზულად დაზარალდნენ შემთხევით გამვლელები — 5 ადამიანი. 

„გაერო, გაეროს განვითარების პროგრამა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ ძალადობას, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს წინასაარჩევნო პერიოდში“, — თქვა სკოტმა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ძალადობის ფაქტები საქართველოში გახსნილი იქნება. 

აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში 2016: ჩხუბები, აფეთქებები, თავდასხმები

„ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ყველა მოსაზრებით ეს იყო სანიმუშო წინასაარჩევნო პერიოდი, მათ შორის მედიის მიერ გაშუქების კუთხითაც.  ბოლო დღის მოვლენებმა კი სურათი შეცვალეს“, — აღნიშნა სკოტმა. 

 საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. არჩევნებში 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას. კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად საქართველოში სულ უფო იზრდება პოლიტიკური დაძაბულობა. 

ოანოშ ჰერმანი - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩი საქართველოში თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტით შეშფოთებულია

ერთ-ერთ სკანდალური მოვლენად იქცა თავდასხმა ექს-თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც კენჭს გორის რაიონში იყრის დამოუკიდებელ დეპუტატად. თავდამსხმელი 53 წლის არაერთხელ ნასამართლევი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც თავად ჩაბარდა პოლიციას. თუმცა ოქრუაშვილი არა მას, არამედ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს თავდასხმაში. „ქართულ ოცნებაში“ ოქრუაშვილის ბრალდებებს ოპონენტთა დისკრედიტაციის მცდელობა უწოდეს. 

ბოლო კვირის კიდევ ერთი ხმაურიანი მოვლენა იყო ჩხუბი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში, რომლის შედეგადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საავადმყოფოში მოხვდნენ. მათ შორის იყო 19 წლის გოგონა, რომელსაც თავში ქვა ჩაარტყეს. მხარეებმა ჩხუბის პროვოცირება ერთურთს გადააბრალეს. 


ყველა ახალი ამბავი
0