არჩილ გამზარდია: “ორპარტიული პარლამენტი საქართველოსთვის დამღუპველია!“

© თ. ჩოჩუაანალიტიკოსი არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება ქალაქის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა აქცია „ვარდების მოედანზე“, „ქართული ოცნება“ რუსთავი-2-ის ტელეეთერში, არჩევნების მოსალოდნელი შედეგები - ძირითადი თემები, რომლებზეც ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „Sputnik”- ის კორესპონდენტთან საუბარში გააკეთა აქცენტები.

- ბატონო არჩილ! გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას?

— ამ ფაქტის ცალსახად შეფასება არ იქნება სწორი, ის უნდა განვიხილოთ მიმდინარე პროცესების ერთობლიობაში. რა მოხდა და ვინ იყო შემსრულებელი, ამის დადგენა სამართალდამცავი ორგანოების საქმეა. აი, რა რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, ამაზე მოგახსენებთ, რომ თუ ეს დაგეგმილი პროვოკაცია გახლდათ, აშკარად ჩავარდა, რადგან, ძალიან მალე გაქრა ინტერესის არეალიდან და მხოლოდ სარკაზმისა და ცინიზმის ობიექტად დარჩა. იგივე შემიძლია ვთქვა „ვარდების მოედანზე“ გამართულ აქციაზე. ხალხის რაოდენობაზე აპელირება არასწორია, რადგან, ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ აქციებზე არ დადის და ამით ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.

დედაენის ძეგლი - Sputnik საქართველო
საით დაუბერავს ქარი არჩევნების შემდეგ: პარტიების პრიორიტეტები
 მეორე ის გახლავთ, რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს აქციაც მალევე გახდა ირონიის საგანი და ფაქტმაც მალე გადაინაცვლა სოცქსელებში, ანუ აქტუალობა მალე დაკარგა. ჩემი აზრით, ხელისუფლება საკმაოდ მომზადებული შეხვდა ვითარებას, ადრე დაანონსებული და სწორად გააზრებული მშვიდი, აუღელვებელი პოლიტიკის წყალობით, იოლად აიცილა მოსალოდნელი თანმდევი ექსცესები. მათ ქმედებაში არ იგრძნობა არანაირი პანიკა, რაც ასე დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის, როცა ნებისმიერ შემთხვევებს ხელისუფლების პირველი პირების ლამის ისტერიული გამოხმაურება მოჰყვებოდა. ახლა, რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც არა დაუგეგმავი და სპონტანური პროვოკაცია, მათ შეუძლიათ, წყნარად გაახსენონ მოსახლეობას, რომ ამას „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, „ვიკილიკსის“მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ სატელეფონო საუბრებში აანონსებდნენ და საზოგადოებასაც პოლიტიკური მოვლენები იუმორისტულ ჟანრში გადაჰყავს. ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით, ერთ-ერთი ოპოზიციური, პროდასავლური პარტიის გულშემატკივრად ვრჩები, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საარჩევნო გარემოში არსებული წესრიგი და სიმშვიდე დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.
IRI-ის ოფისი - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად IRI-ს მისია ჩამოვიდა

-რადგან თქვენი პოლიტიკური შეხედულება ახსენეთ, რა შანსები აქვთ ოპოზიციურ ძალებს და ხომ არ მივიღებთ ორპარტიულ პარლამენტს?

— ორპარტიული პარლამენტი იქნება დამღუპველი საქართველოსთვის ბევრი ნიშნის გამო. პირველი იმიტომ, რომ, როდესაც გადავხედე ოცნების სიას, გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არ არის ის ხალხი, ვისაც ამ ტვირთის სათანადოდ ტარება შეუძლია. შესაძლოა, არ მოგწონდეს ესა თუ ის პარტია, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომელთა გამოცდილება და ცოდნა აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობისთვის. მეორეც, თუ ისე მოხდა, რომ ისევ „ნაცმოძრაობა“ და ოცნება დააკომპლექტებს საკანონმდებლო ორგანოს, დიდი ალბათობით, დღევანდელი  ხელისუფლება საგრძნობლად მეტ ადგილს მიიღებს და პრაქტიკულად არა ორ, არამედ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. თუმცა, ვფიქრობ, ასე არ მოხდება, რადგან „ნაციონალების“ გარდა (მათ გარანტირებულად შეუძლიათ ბარიერის გადალახვა), არცთუ მცირე შანსები აქვთ „პატრიოტთა ალიანსს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ბარიერთან ახლოს „ტრიალებენ“ რესპუბლიკელები და ბურჯანაძის მომხრეები. ძალთა ასეთი გადანაწილების შემთხვევაში, პარლამენტში მეტი კვალიფიცირებული ადამიანი იქნება, რაც საჭირო საკანონმდებლო საქმიანობას, უდავოდ, წაადგება.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0