აპატურაიმ თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ კომენტარი გააკეთა

© Ministry of Defence of Georgiaჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ძალადობა მიუღებელია.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებით, აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში 2016: ჩხუბები, აფეთქებები, თავდასხმები

„ნატო შეშფოთებულია ძალადობის ფაქტებით, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესის დროს მოხდა, სულ ცოტა ხნის წინ კანდიდატის მანქანა აფეთქდა. საარჩევნო კამპანია უნდა მიმდინარეობდეს მშვიდობიან გარემოში, დემოკრატიის ყველაზე მაღალი პრინციპების შესაბამისად“, — დაწერა აპატურაიმ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თარგამაძის მანქანის აფეთქების დამგეგმავები და ამფეთქებლები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მისი თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დასაკავებლად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0