სახალხო დამცველი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატის ავტომობილის აფეთქება საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე საგანგაშო ფაქტია, მიიჩნევს სახალხო დამცველი და სამართალდამცველებს საქმის სასწრაფოდ გახსნისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტის სასწრაფოდ გამოძიების მოწოდებით გამოდის.

დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პლაკატი - Sputnik საქართველო
პრემიერი თბილისში მომხდარ აფეთქებას მტრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს

„საგანგაშოა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე სამი დღით ადრე. გამოძიების მხოლოდ დაწყება, რასაკვირველია, არ არის საკმარისი. სამართალდამცველმა ორგანოებმა დაწყებული პროცესი დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანონ ბოლომდე, ხოლო დამნაშავე პირების მიმართ დროულად უნდა იქნეს მიღებული კანონშესაბამისი ზომები“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ფაქტზე შსს-მ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“. ეს დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დაკავებისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0