შსს-მ დეპუტატის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს
შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს საღამოს კოლმეურნეობის მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით, ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს მინისტრის მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. 

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა სამშაბათს საღამოს კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს. ამ დროს ავტომანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ. წინასწარი მონაცემებით დაჭრილია 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ახლოს მდგარი ავტომანქანები და მაღაზიების ვიტრინები.

თბილისი ღამით - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძე „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში აფეთქების დეტალებზე ისაუბრა
 

„შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და ჩვენ შევეცდებით უახლოეს მომავალში დავადგინოთ ჭეშმარიტება ამ საქმეში. შსს ყველაფერს გააკეთებს ამისათვის“, — თქვა ამირანაშვილმა. 

ამირანაშვილმა თავი შეიკავა  დასკვნებისაგან სად იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და რა ტიპის იყო იგი. 

საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0