ჯანდაცვის მინისტრმა თბილისში აფეთქების შედეგად დაზარალებულები მოინახულა

© photo: Sputnik / Stringerპალატა საავადმყოფოში, საარქივო ფოტო
პალატა საავადმყოფოში, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საავადმყოფოში დეპუტატ თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული 4 პირი იმყოფება. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია ესაჭიროება.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გივი თარგამაძემ სამშაბათს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები საავადმყოფოში მოინახულა. 

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა სამშაბათს საღამოს კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს. ამ დროს ავტომანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ. წინასწარი მონაცემებით დაჭრილია 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ახლოს მდგარი ავტომანქანები და მაღაზიების ვიტრინები.

შსს - Sputnik საქართველო
შსს-მ დეპუტატის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

აფეთქების ფაქტზე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით

საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

© FB/Giorgi Kandelakiგივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქების შემდეგ
გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქების შემდეგ

„საავადმყოფოებში სულ ოთხი პაციენტია მოთავსებული. ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია. კიდევ ორი — მეზობლად. ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას ოპერაცია ესაჭიროება“, —თქვა სერგეენკომ. 

"ჩვენ დაზარალებულებს მაქსიმალურ დახმარებას აღმოვუჩენთ. თავისთავად მსგავსი ინციდენტის ფაქტი მიუღებელია, მით უმეტეს რომ გამვლელები დაზარალდნენ“, — დასძინა მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0