პრემიერი: განათლების სისტემა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედაგოგებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. განათლება საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება, ამისთვის მთავრობამ ამ სფეროს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში პედაგოგებთან შეხვედრაზე.

შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. 

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების ახალი მინისტრის თამამი გეგმები

„განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი პრიორიტეტი მთავრობისთვის. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება და მარტო ზოგადი განათლების 348 მლნ ლარით გაიზარდა სკოლების დაფინანსება; დაფინანსების ზრდამ 54%-ს გადააჭარბა და 2016 წელს, ამ მიმართულებით, 572 მილიონი ლარი შეადგინა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

განათლების სისტემის ცენტრალური ფიგურა უნდა გახდეს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი, ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული განათლების სამინისტრო და მთავრობა. სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ასევე პრიორიტეტი რჩება, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 „1600-მდე საჯარო სკოლა უკვე აღდგენილია, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა, ხოლო 10 — გაიხსნა; აშშ-ის მთავრობის თანადგომით, მომავალ წელს იგეგმება 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; უკვე დასრულებულია 12 ასეთი ლაბორატორია“, — განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტ-ახალგაზრდობასთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმა დაიწყო

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მან კარგად იცის იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც პედაგოგები აწყდებიან, რადგან თავის ოჯახში ორი პედაგოგი — დედა და ბებია იყო.

 „თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს“, — აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პედაგოგების ხელფასს ზრდის.

როგორც მანამდე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, 2017 წლის იანვრიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდება: მასწავლებელი მენტორი მიიღებს 1100 ლარს, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარს, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარს, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარს.


ყველა ახალი ამბავი
0