მანანა კობახიძე: ბურჭულაძე სააკაშვილის მარიონეტია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმანანა კობახიძე
მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლებისგან შედგება, პოლიტიკური ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რიგები დატოვა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს მიხეილ სააკაშვილის მარიონეტი უწოდა.

ბურჭულაძე პოლიტიკაში მიმდინარე წლის მაისში მოვიდა. აგვისტოში ის სამ პარტიასთან გაერთიანდა. აქედან ორი პარტია მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების მიერ არის შექმნილი.

ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი წევრის „გირჩის“ ლიდერებმა ბლოკიდან გასვლის შესახებ გუშინ განაცხადეს. გასვლის მიზეზად მათ ფინანსებთან, მენეჯმენტთან და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს.

მამუკა კაციტაძე - Sputnik საქართველო
„ახალი მემარჯვენეები“ ბურჭულაძის ბლოკში რჩებიან

„საერთოდ, ან რისთვის შეიყარნენ, ან რისთვის გაიყარნენ. მე მგონია, რომ ბურჭულაძე ასრულებს დავალებებს, მარიონეტია, სამწუხაროდ… ალბათ, მხოლოდ თვითონ დარჩება ბოლოს ამ პარტიაში“, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ბურჭულაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, სისულელე უწოდა. მანამდე ბურჭულაძის განცხადებას კომენტარით უპასუხა აგრეთვე „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ამას ბოდვა უწოდა.

მანანა კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბურჭულაძე დავალებებს არა მხოლოდ სააკაშვილისგან, არამედ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასგანაც იღებს.

სექტემბრის შუა რიცხვებში ინტერნეტში გვარამიასა და ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. საუბრისას გვარამია უკმაყოფილებას გამოთქვამს „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინტერვიუს გამო, რომელიც ბურჭულაძის ბლოკიდან დეპუტატობის კანდიდატი იყო. მეგრელიშვილმა ინტერვიუში მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ პარლამენტში მოხვდება.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ბურჭულაძე: „გირჩს“ ივანიშვილი აფინანსებს

საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის მუხლით „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამჟამად ბურჭულაძის ბლოკში შედიან მის მიერ შექმნილი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“.

ყველა ახალი ამბავი
0