„ახალი მემარჯვენეები“ ბურჭულაძის ბლოკში რჩებიან

© FB / "Новые правые"მამუკა კაციტაძე
მამუკა კაციტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ არ ახდება მათი ოცნება, ვისაც სურს, რომ „მემარჯვენეები“ გამოვიდნენ ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ანტიპიარი უწოდა იმის მტკიცებას, თითქოს „მემარჯვენეები“ დატოვებენ საარჩევნო ბლოკს „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“.

„გირჩის“ წარმომადგენლებმა საარჩევნო ბლოკი ყველასთვის მოულოდნელად საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე დატოვეს. მათ წასვლის მიზეზად ფინანსებთან, მენეჯმენტთან და გაერთიანებაში ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ბურჭულაძე: „გირჩს“ ივანიშვილი აფინანსებს

„გაჩნდა პოლიტიკური ინსინუაციები, რომ ბლოკს ვტოვებთ, მე კი საერთოდ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მაგრამ, ყველას თავისი ოცნება აქვს და, ალბათ, ზოგიერთი მხოლოდ ამაზე ოცნებობს. მაგრამ ეს ოცნება არ ახდება. ეს ყველაფერი ანტიპიარის ნაწილია“, — განაცხადა კაციტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება „გირჩს“, ის სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა დააფუძნეს. მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ 2015 წელს თქვეს უარი.

ამჟამად ბურჭულაძის ბლოკში შედიან მის მიერ შექმნილი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“, ასევე „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბლოკში კიდევ ერთი პარტიის — „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველოს“ ყოფნის საკითხი. ეს პარტიაც მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა გიორგი ვაშაძემ დააარსა.

ყველა ახალი ამბავი
0