ბურჭულაძე: „გირჩს“ ივანიშვილი აფინანსებს

გამოწერა
პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ურჩევნია უკაპიკოდ დარჩეს, ვიდრე ფული ბიძინა ივანიშვილს გამოართვას.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისი აწ უკვე ყოფილი თანამებრძოლები — პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — „გირჩი“ ბიძინა ივანიშვილისგან თანხის აღებაში დაადანაშაულა.

გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, პაატა ბურჭულაძე და მამუკა კაციტაძე - Sputnik საქართველო
„გირჩი“: პარტიულ სიაში ყოფნისთვის ბურჭულაძე ფულს ითხოვდა

„გირჩის“ წარმომადგენლებმა საარჩევნო ბლოკი ყველასთვის მოულოდნელად საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე დატოვეს. მათ წასვლის მიზეზად ფინანსებთან, მენეჯმენტთან და გაერთიანებაში ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს.

„დღეს გაირკვა, თუ ვინ არის დამფინანსებელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია ვიყოთ დამოუკიდებლები. მე ამ თანხას ვერ მივიღებ. მაშინ მე უნდა გავხდე ისეთი, როგორიც არის ბიძინა“, — განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბლოკში კიდევ ერთი პარტიის — „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველოს“ ყოფნის საკითხი. პარტია მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა გიორგი ვაშაძემ დააარსა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბურჭულაძემ ივანიშვილს მატყუარა უწოდა

„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ მას სჭირდება დრო მოსაფიქრებლად. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა, ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, — განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება „გირჩს“, ისიც სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა დააფუძნეს. მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ 2015 წელს თქვეს უარი.

ამჟამად ბურჭულაძის ბლოკში შედიან მის მიერ შექმნილი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“, ასევე „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“.

უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძემ, თანამშრომლობის წინადადებაზე საპასუხოდ, დიდი თანხა მოითხოვა. ბურჭულაძე პოლიტიკაში მიმდინარე წლის მაისში მოვიდა. მისმა პარტიამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია მალე დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0