პირველადი დახმარების გამოძახება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამის მეშვეობით მაშველები, პოლიციელები და ექიმები დაშავებულს უფრო ოპერატიულად დაეხმარებიან.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბრიდან მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროგრამა, რომლის წყალობით გადაუდებელი დახმარების სამსახურის 112–ის ცენტრში ინფორმაციის მიწოდებით მაშველების, პოლიციის ან სასწრაფო დახმარების გამოძახება იქნება შესაძლებელი.

აპლიკაცია, რომელიც ცენტრის თანამშრომლებმა შეიმუშავეს, iOS–ისა და Android–ის პლატფორმებზე სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე იმუშავებს. პროგრამის პოვნა შესაძლებელია 112–ის აკრეფით App Store–ში ან Play Market–ში.

„112“-ის საქმიანობა, ძირითადად, სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ამდენად, ცენტრის მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტებია. ეს პროექტები ბევრად მობილურს ხდის „112“-ის მომსახურებას და კიდევ უფრო მეტად ხდება მომხმარებელის ინტერესებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული“, – განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე.

აპლიკაციას სამი რეჟიმი აქვს – ზარი, შეტყობინება და ე. წ. საიდუმლო შეტყობინება SOS.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
მობილური აპლიკაცია მშობლებს ბავშვების აცრას შეახსენებს

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა არ იცის, ზუსტად სად იმყოფება, პროგრამის საშუალებით ის თავის კოორდინატებს „112“–ს აცნობებს. ამგვარი აპლიკაციები უკვე მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი, აღნიშნეს შსს–ში.

„ეს სერვისები გულისხმობს, რომ კიდევ უფრო ამარტივებს 112–თან კომუნიკაციის შესაძლებლობას, რათა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო, ჩვენი ცენტრის ეფექტურ საქმიანობას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მხრივ“, – განაცხადა „112“–ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა.

აპლიკაციის გარდა, საქართველოს შსს–მ აამოქმედა საპილოტე პროექტი eCall Georgia, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას, სატრანსპორტო საშუალებაში წინასწარ ჩამონტაჟებული სისტემის (In-Vehicle System, IVS) მეშვეობით, გადაუდებელი დახმარების ნომერზე ავტომატური განგაშის სიგნალის გაგზავნას გულისხმობს, ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით.

ამ სერვისის ამუშავებისთვის, ავტომობილის მფლობელმა თავის ავტომობილში უნდა დააყენოს მოწყობილობა In-Vehicle System, IVS. ამ მოწყობილობის დამონტაჟება ფასიანი იქნება და ამას კერძო კომპანიები განახორციელებენ. ამჟამად სერვისი ტესტურ რეჟიმში მუშაობს.

სხვაგვარად, თუ ადამიანი, რომლის ავტომობილშიც ეს სისტემაა დამონტაჟებული, ავტოავარიაში მოყვება, სიგნალი ავტომატურად გაიგზავნება „112“–ზე და მის დასახმარებლად მივლენ პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ნიკა დათიკაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა iPhone-ის ყველასთვის საჭირო პროგრამა შექმნა

მესამე, ახალი პროექტი, ინფორმაციის ვიზუალური მიმოცვლის მიზნით, სპეციალურად საპატრულო ეკიპაჟებისთვის შეიქმნა.

საპატრულო ეკიპაჟებში განთავსებულ პორტატიულ კომპიუტერებში ჩაწერილი პროგრამა „112“-ში გადაუდებელი შემთხვევის შესახებ შესული შეტყობინების შესახებ ეკიპაჟის დეტალურ და მყისიერ ინფორმირებას უზრუნველყოფს.
პროგრამები უკვე იწერება პორტატიულ კომპიუტერებში. წლის ბოლოსთვის საპატრულო პოლიციის ყველა ეკიპაჟი ამ პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება. ანალოგიური პროგრამა უახლოეს მომავალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვისაც დაინერგება.

ორშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112“–ის გახსნა რუსთავში იგეგმება. ეს ცენტრი თბილისის ცენტრს დაეხმარება და ზარებს მთელი საქართველოდან 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0