ქართველი დიზაინერები საერთაშორისო ფეშენ-პროექტს შეუერთდნენ

© Фото: Архив Hadijeთურქული ბრენდის Hadije-ს კოლექცია
თურქული ბრენდის Hadije-ს კოლექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი მოდის ინდუსტრიის განვითარებისკენაა მიმართული და სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებს აერთიანებს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თურქული ბრენდი Hadije 29 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო ფეშენ-პროექტის პრეზენტაციას მართავს, რომელშიც უცხოელ მოდელიერებთან ერთად ქართველი დიზაინერებიც იქნებიან ჩართული, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აზერბაიჯანელმა დიზაინერმა ლემან სულეიმანმა.

საერთაშორისო პროექტს შეუერთდნენ ქეთევან მაღალაშვილი, თამარ სუჯაშვილი და კიდევ რამდენიმე ქართველი დიზაინერი. პროექტი მოდის ინდუსტრიის განვითარების, სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებს გაერთიანების, მათი სახელებისა და კოლექციების მთელ მსოფლიოში პოპულარიზების, ასევე საკუთარი კოლექციების გაყიდვაში ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები - Sputnik საქართველო
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის ტენდენციები

„პროექტი ახალგაზრდა თურქმა მეწარმე ჰადიჯე აიდენიზმა დააარსა. მან ვებგვერდის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ნიჭიერი დიზაინერების ონლაინ-გაყიდვების პლატფორმა გახდება“, — განაცხადა სულეიმანმა.

პროექტში საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართვის იდეა ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ლიბანი, იორდანია, ქუვეითი — თავად სულეიმანს ეკუთვნის. მომავალში ისინი რუსეთის ჩართვასაც აპირებენ.

„როცა Hadije-მ შემომთავაზა, რომ აზერბაიჯანში წარმომადგენლობა ჩემს თავზე ამეღო, მე საქართველოს ჩართვა შევთავაზე, რადგან საქართველოში დავიბადე და ეს ქვეყანა სულიერად ჩემთვის ძალზე ახლობელია. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერების სტილი, ის მკაფიოდ გამორჩეულია. და ვფიქრობ, ის სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა გაიცნონ. ეს სრულებით სხვა გემოვნებაა, ეს რაღაც ახალია. ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამ პროექტში უნდა მონაწილეობდეს“, — აღნიშნა სულეიმანმა.

© Фото: Архив Hadije Hadije-ს კოლექცია
Hadije-ს კოლექცია - Sputnik საქართველო
Hadije-ს კოლექცია

ლემანი რუსთავში დაიბადა და შვიდ წლამდე იქ ცხოვრობდა. შემდეგ აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა, საქართველოს მიმართ დღემდე განსაკუთრებული გრძნობები შემორჩა.
ვებგვერდზე ცალკეული მომსახურება შეიქმნება ჩვეულებრივი მყიდველისთვის და ცალკე სერვისები — VIP-კლიენტებისთვის.

„ჰადიჯეს ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს მუსლიმურ ქვეყნებში, შეიხთა ოჯახებში და მას იმედი აქვს, რომ პროექტს VIP-კლიენტები ეყოლება. მათთვის ცალკე მომსახურება შეიქმნება“, — განაცხადა დიზაინერმა.

დიზაინერი თამუნა სუჯაშვილი - Sputnik საქართველო
დიზაინერი თამუნა სუჯაშვილი: ძველი მოდა ახალი ელემენტებით ბრუნდება

თბილისის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი და ქართველი დიზაინერები. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მონაწილე დიზაინერების ნამუშევრებს წარმოადგენენ. ორგანიზატორების მთავარი მიზანი პროექტში რაც შეიძლება მეტი დიზაინერის ჩართვაა.

პროექტის ფარგლებში გაიხსნება მაღაზიები და შოუ-რუმები არა მხოლოდ სტამბულში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

„მომავალშიVIP-კლიენტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში დახურულ ჩვენებებს გავმართავთ, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ქართველი დიზაინერებიც შეძლებენ მონაწილეობას“, — აღნიშნა სულეიმანმა.

პროექტი ორი წლის წინ დაიწყო და მან მრავალი ქვეყნის დიზაინერები გააერთიანა, თუმცა, ორგანიზატორებს დიდი გეგმები აქვთ. ისინი მაღაზიების გახსნას ევროპის ქვეყნებსა და ასევე აშშ-ში აპირებენ.

ვებგვერდზე საკუთარი დიზაინერების რეკლამა მუდმივად იქნება, აღნიშნა სულეიმანმა.

„თუ მათ მუდმივ რეკლამას არ გავაკეთებთ, ვებგვერდზე გაყიდვების რეიტინგს ვერ ავამაღლებთ, ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ასე რომ, ეს დიზაინერისთვის კარგი პლატფორმაა, რათა უფრო ცნობადი გახდეს მოდის საერთაშორისო ბაზარზე“, — დაასკვნა სულეიმანმა.

ყველა ახალი ამბავი
0