კვირიკაშვილი: საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ ისწრაფვის

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება სტაბილურობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ ისწრაფვის.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს და დადებითი შედეგები უკვე არის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი აიღო, ოღონდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობის ხარჯზე.

„ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი გამოსვლის ტექსტი განთავსებულია მთავრობის ვებგვერდზე.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს დაეხმარება

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიმართულია კავკასიის ქვეყნებთან მტკიცე, ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის შექმნისკენ.

„ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ… ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის" თანამედროვე ვერსიას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კომენტარისას.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს მადლობა გადაუხადა რეზოლუციისთვის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და  ტერიტორიულ მთლიანობას.

„დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მან ასევე დაგმო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

სხდომა სახელმწიფო სათათბიროში - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგები: რას უნდა ელოდონ მეზობლები რუსეთის ახალი სათათბიროსგან

„ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე“, — განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემა მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას.

კვირიკაშვილი ასევე შეეხო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თემასაც. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი მოწმობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აქვს განზრახული.

„8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, — განაცხადა პრემიერმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში დეკემბერში ქართულ–რუსული ბიზნეს–ფორუმი გაიმართება

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ქვეყნის წარმატებები სამართლიანი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. საქართველოში ებრძვიან სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გვერგო, განაცხადა კვირიკაშვილმა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად, ეს არის წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები, განსაკუთრებით კი ციხეებში მომხდარი უმძიმესი დარღვევები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ სწრაფი და გადამწყვეტი ზომები. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში ახლახან აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება ამ მხრივ და შესაბამისი ცვლილებები ქმედითი და ხარისხიანია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0