ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს დაეხმარება

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ემხრობა იმას, რომ საქართველომ უარი თქვას რაიმე სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის უბლოკო სტატუსი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების გარანტი გახდება.

აგვისტოს შუა რიცხვებში საინიციატივო ჯგუფმა ნინო ბურჯანაძის თაოსნობით, პარლამენტში შეიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებებისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. უბლოკო სტატუსი რაიმე სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ქვეყნის უარს გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს უბლოკო სტატუსის საკითხი კვლავ ინიციატივად რჩება

„უბლოკო სტატუსი — ეს საქართველოს სტაბილურობის გარანტია. იმის გარანტი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა, რომ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები ექნება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთთან. უბლოკო სტატუსი ქართული ეკონომიკისთვის შეიძლება ჟანგბადი გახდეს“, — განუცხადა ბურჯანაძემ Sputnik-ს.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უბლოკო სტატუსი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა ამისა, ის დამატებითი იმპულსი იქნება ინვესტიციებისთვის, ბაზრის გახსნისთვის, უვიზო რეჟიმის გახსნისთვის, აღნიშნა მან.

„საქართველო უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს ნებისმიერ სამხედრო ალიანსზე — როგორც ნატოზე, ისე კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციაზე. საქართველომ ისე უნდა იმოქმედოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები არ იყოს“, — აღნიშნა მან.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ბოლო აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0