საქართველოში დეკემბერში ქართულ–რუსული ბიზნეს–ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, IT–ტექნოლოგიების სფეროდან.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დეკემბრის პირველ რიცხვებში რუსეთისა და საქართველოს ბიზნეს–კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება, განუცხადა Sputnik–ს რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ვიცე–პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო რუსეთთან რაციონალურ დიალოგს აწარმოებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მარტში განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ბიზნესმენების შეხვედრა 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა.

„ეს სავაჭრო–ეკონომიკური მისიაა, რომელსაც ამჟამად რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატები ამუშავებენ. რუსეთის დელეგაცია საქართველოში ამა წლის დეკემბრის დასაწყისში ჩავა. მის შემადგენლობაში ექვსი რეგიონის 20 კომპანიის წარმომადგენლები იქნებიან“, – განაცხადა პადალკომ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, IT–ტექნოლოგიების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, მშენებლობის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროებიდან.

ღვინის საერთაშორისო გამოფენა Wine & Spirit - Sputnik საქართველო
ღვინო, მინერალური წყალი, ფეროშენადნობები – მთავარი საექსპორტო საქონელი რუსეთში

ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრის ჩატარების ადგილი ზუსტდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ფორუმი თბილისში გაიხსნება და რამდენიმე დღე გასტანს.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–ივნისის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 16,5%–ით გაიზარდა და 390,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0