ღვინო, მინერალური წყალი, ფეროშენადნობები – მთავარი საექსპორტო საქონელი რუსეთში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღვინის საერთაშორისო გამოფენა Wine & Spirit
ღვინის საერთაშორისო გამოფენა Wine & Spirit - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს რუსეთში ექსპორტზე ძირითადად გააქვს ღვინო, მინერალური წყალი, ფეროშენადნობები, თხილი და სპირტიანი სასმელები, აღნიშნულია „საქსტატის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ექსპორტი საქართველოდან რუსეთში იანვარ–ივლისის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,3%–ით გაიზარდა და დაახლოებით 101,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 9,1%–ია.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 119%–ით გაიზარდა

ამ პერიოდში რუსეთში ექსპორტირებულია 27,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინო, რაც 2015 წლის იანვარ–ივლისის პერიოდის მონაცემზე 5,1 მლნ აშშ დოლარით მეტია. რუსეთი კვლავ ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. 

მინერალური წყლების ექსპორტი 1,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 21,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო თხილის ექსპორტი – 566,4 ათასი აშშ დოლარით და 4,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა 2 მლნ აშშ დოლარით და დაახლოებით 14,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი – 1,3 მლნ აშშ დოლარით და დაახლოებით 6,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეოო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან იანვარ–ივლისის პერიოდში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%–ით გაიზარდა და დაახლოებით 459,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ბრუნვამ რუსეთთან მოცემულ პერიოდში საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 7% შეადგინა.

რუსეთი 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, კანადისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა. 


ყველა ახალი ამბავი
0