რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 119%–ით გაიზარდა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან: იმპორტი – 358 მლნ აშშ დოლარი, ექსპორტი – 101,6 მლნ აშშ დოლარი.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. რუსეთიდან საქართველოში, იანვარ–ივლისის პერიოდში, ექსპორტირებული იყო 137,3 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 119%–ით მეტია, აღნიშნულია „საქსტატის“ ვებგვერდზე.

რუსეთიდან შემოვიდა დაახლოებით 59 მლნ აშშ დოლარის თანხის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც გასული წლის მონაცემზე 26,1 მილიონი დოლარით მეტია. 

პროდუქციის დატვირთვა ექსპორტისთვის - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

ამგვარად, ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზეა. ამას მოსდევს მარცვლეული (36,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი), სიგარეტი (19,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი), ელექტროენერგია (14,9 მლნ აშშ დოლარზე მეტი), მზესუმზირის ზეთი (14,6 მლნ დოლარზე მეტი) და სხვა.

მთლიანობაში, ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში 15,2%–ით გაიზარდა და 358 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობის 6,6%–ია.

ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 19,3%–ით გაიზარდა და დაახლოებით 101,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 9,1%–ია.


ყველა ახალი ამბავი
0