პრეზიდენტი: საქართველო რუსეთთან რაციონალურ დიალოგს აწარმოებს

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდული პროგრამის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ მონაწილეებთან შეხვედრისას მარგველაშვილმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან რაციონალური დიალოგის წარმოებას ცდილობს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანაკლიაში საზაფხულო სკოლის ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საპასუხოდ გაწყვიტა. ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
"რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგებას"

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ამასთან მიმართებაშიც ჩვენი პოლიტიკა არის მცდელობა რუსეთთან სიტუაციის არდაძაბვის, რაციონალური, მშვიდი დიალოგის. მცდელობა, რომ მოხდეს დაპირისპირებული თემების დიპლომატიურ კონტექსტში გადატანა და არა სამხედრო კონტექსტში“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

კონფლიქტური საკითხების მოგვარება რუსეთთან მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, დარწმუნებულია მარგველაშვილი.

პრეზიდენტის შეხვედრა ახალგაზრდებთან კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით მიმდინარეობს და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, ქვეყნის რვა ქალაქში საზაფხულო სკოლები გაიხსნა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0