"რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგებას"

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში აღნიშნეს, რომ „კვლავაც განაგრძობენ ორმხრივი ურთიერთობების დალაგების პოლიტიკას იმ სფეროებში, რომლებშიც ეს არ ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების გაფართოებით“.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. რუსეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგებას იმ სფეროებში, რომლებშიც ეს არ ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წელს მოღვაწეობის ძირითად შედეგებსა და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილ ამოცანებს ეძღვნება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

 „საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა, თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსის შენარჩუნება, ასევე ქვეყნის მიერ ევროკავშირსა და ნატოში მაქსიმალური ინტეგრაციის კურსის განგრძობა, კვლავაც შეასრულებს ბუნებრივი შემაკავებელი ფაქტორების როლს რუსულ-ქართული კავშირების სრულფასოვანი ნორმალიზაციის საქმეში“, — ნათქვამია დოკუმენტში.   

ამასთან მოსკოვში აღნიშნეს, რომ „კვლავაც განაგრძობენ ორმხრივი ურთიერთობების დალაგების პოლიტიკას იმ სფეროებში, რომლებშიც ეს არ ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების გაფართოებით“.

ყველა ახალი ამბავი
0