საქართველოში ფესტივალი „გენდერი იწყება ჩემგან“ გაიმართება

გამოწერა
უფლებადამცველები საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ, ასევე, ღონისძიების ფარგლებში რიგი კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები მოეწყობა.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 25–დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ფესტივალი „გენდერი იწყება ჩემგან“, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებების გაცნობა, განუცხადეს Sputnik–ს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ძალადობა - Sputnik საქართველო
„ქალთა უფლებები": საქართველოში 2016 წელს გენდერული ნიშნით 10 ქალი მოკლეს

ფესტივალის ფარგლებში, უფლებადამცველები გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობისა და მისი პრევენციის საკითხებზე გაესუბრებიან სამეგრელო–ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, გურიის, კახეთისა და სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას.

ფესტივალის ფარგლებში თეთრიწყაროში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, ჩოხატაურსა და ჯვარში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიმართება მრგვალი მაგიდა და ჩატარდება საჯარო ლექციები. წარმოადგენენ თეატრალურ დადგმებს, ადგილობრივი მხატვრების გამოფენებს. გარდა ამისა, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით ხალხური სიმღერებისა და ცეკვების კონცერტები გაიმართება. 

ქალი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გაერომ გენდერული პოლიტიკის სფეროში საქართველოს წარმატებები შეაფასა

ფესტივალს დაესწრებიან საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.  გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში  ჩატარდა, სადაც  მონაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN). ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ყველა ახალი ამბავი
0