ექსპერტი: თბილისში 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმე - ეს არის ფარსი

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის, რომ საქართველოს პროკურატურამ წინასაპარლამენტო პერიოდში 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის საქმის დეტალები გაასაჯაროვა, ექსპერტის აზრით, უფრო პოლიტიკურ ფარსზე მეტყველებს, ვიდრე სამართლებრივ შეფასებაზე.

თბილისი, 21 სექტემბერი– Sputnik. 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის საქმის გახსნა წინასაარჩევნო პოლიტიკური ფარსია, მიიჩნევს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი.

სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის თაობაზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ბრალი შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. ამას გარდა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე გახლდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა: ბრალდებულია ოდესის პოლიციის უფროსი

„ის, რომ ეს საქმე უნდა გაიხსნას, ამაში დარწმუნებული ვარ, და რომ იყო დარღვევები — ეს ფაქტია… აქ ჩნდება კითხვები, რომელიც იმაზე ფიქრისკენ გიბიძგებს, რომ ეს ფარსი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ და არა მოვლენის  რეალურად შეფასებისთვის“, — განაცხადა ექსპერტმა Sputnik-თან საუბრისას.

ხუხაშვილმა, რომელიც საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, იხსენებს საინტერესო ფაქტს, რომელიც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატ თამარ ჩუგოშვილთან არის დაკავშირებული, რომელიც 2011 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო.

ექსპერტის სიტყვებით, 2011 წელს ჩუგოშვილი მაშინდელი ხელისუფლების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რედ.) მხარდასაჭერად გამოვიდა და 26 მაისის მიტინგის დარბევამდე განაცხადა, რომ პოლიციას ლეგიტიმური უფლება აქვს დაარბიოს საპროტესტო აქცია, რაც ხუხაშვილს აძლევს საფუძველს იმაზე ფიქრის, რომ ამ საქმის წინა პლანზე წამოვევა ხელისუფლების მხრიდან მორიგი ფარსია.

„ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად თვლიდნენ მიტინგის დარბევას, დღეს „ართულ ოცნებაში“ არიან. თამარ ჩუგოშვილი, რომელიც დარბევამდე გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება დაშალოს მიტინგი, დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია“, — აღნიშნა ხუხაშვილმა.

გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ოდესის პოლიციის უფროსი პროკურატურაში მის დაბარებას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, თბილისის ცენტრში, საპროტესტო აქციის დარბევის საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. ვიდეოჩანაწერში ისმის, თუ როგორ მოუწოდებს დათა ახალაია ძალოვანებს, დააკავონ რაც შეიძლება მეტი ხალხი და მათ პრემიებს ჰპირდება. იქვე აღნიშნულია, რომ ექსპერტიზამ ვიდეოს ავთენტურობა დაამტკიცა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალდებულნი არიან ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე — წარსულში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი დირექტორი დათა ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, კუდ-ის თბილისის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა.

მათ თავისუფლების ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეტა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0