8 სეანსი — ექსპერიმენტული თეატრალური პროდუქტი

© FB / "8 сеансов"თეატრალური პროექტი "8 სეანსი"
თეატრალური პროექტი 8 სეანსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„8 სეანსი“, რომელიც სტარტს საქართველოდან იღებს, უკვე ექვს ენაზეა ნათარგმნი და 2018 წლამდე მისი 8 ქვეყანაში ჩვენება იგეგმება სხვადასხვა დასების შესრულებით.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ექსპერიმენტული თეატრალური პროექტი „8 სეანსი“ იწყება, რომელიც მსახიობებისა და მაყურებლის ერთობლივი ტამაშის ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს.

პროექტი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, ჰომოფობია, ქალებზე ძალადობა, შიდსი, ტერორიზმი, პროსტიტუცია, სუიციდი და მრავალი სხვა.

სპექტაკლი ხოლსტომერი. ცხენების ისტორია - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი რუსეთში გასტროლზე მიემგზავრება

„ეს არის ექსპერიმენტული თეატრალური პროდუქტი, რომელიც რეალურ ამბებსა და ინტერვიუებს ეფუძნება. ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც გარბიან საკუთარი თავისგან და მერე უკან ბრუნდებიან…  აქ არ არიან სტუმრები და მასპინძლები, აქ ყველა პირობითი სიმაღლე მოხსნილია და მაყურებელს გამარჯვების ისეთივე შანსი მიეცემა, როგორც სცენაზე მდგომ წინასწარ მომზადებულ მსახიობს“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

პროექტის ავტორები არიან: გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო (ელბაქიძე) და არგენტინელი დრამატურგი და პროდიუსერი ვერონიკა დოინელი.

„8 სეანსი“, რომელიც სტარტს საქართველოდან იღებს, უკვე ექვს ენაზეა ნათარგმნი და 2018 წლამდე მისი 8 ქვეყანაში ჩვენება იგეგმება სხვადასხვა დასების შესრულებით.

Tilde-ს თეატრის მსახიობი - Sputnik საქართველო
ქართული ექსპერიმენტული თეატრი „შემოქმედებითი აღმაფრენისთვის“ დაჯილდოვდა

„შემოქმედებით ჯგუფს ღმად გვწამს, რომ თეატრი იმ რეალობის ადგილია, რომლისაც ჩვენ გვჯერა. ჩვენ თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის გვჯერა. ჩვენ გვინდა თეატრის სცენა დაბლა "დავწიოთ" და გავბედოთ, თვალი გავუსწოროთ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტს, რომელშიც ვცხოვრობთ“, — აღნიშნავენ პროექტის ავტორები.

სპექტაკლზე მუშაობდნენ: რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე, კომპოზიტორები ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე.

როლებს ასრულებენ: ია სუხიტაშვილი, ნინო ბურდული, კოკო როინიშვილი, ეკა ჩხეიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ირაკლი გოგოლაძე, კახა ჯოხაძე და ასევე მოწვეული რუსი მსახიობი ნატალია სიმონოვა.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0