ქართული ექსპერიმენტული თეატრი „შემოქმედებითი აღმაფრენისთვის“ დაჯილდოვდა

გამოწერა
პოლონეთში მოყვარული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მაყურებელი თბილისის ექსპერიმენტულ თეატრს Tilde დიდი სიხარულითა და ანშლაგით შეხვდა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde, რომელიც პოლონეთში სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა, სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა, განუცხადა Sputnik-ს თეატრის რეჟისორმა ოქსანა ჩადაევამ.

რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 18-24 აპრილს გაიმართა. საფესტივალო სცენაზე შეიკრიბნენ არაპროფესიული თეატრალური კოლექტივები საქართველოდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პოლონეთში Tilde-ს მსახიობებმა სამი სპექტაკლი წარადგინეს: ერთი საკონკურსო — ფსიქოლოგიური დრამა „სახლში ვიყავი და წვიმას ველოდებოდი“, რომელიც თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ჟან-ლუკ ლაგარსის პიესის მიხედვით დაიდგა. ასევე ორი არასაკონკურსო წარმოდგენა — ფრიკ-დრამა „თითქოს არაფერი მომხდარა“ (ლაგარსის პიესის „მოახლეების“ მიხედვით) და მონოსპექტაკლი ჟან კოკტოს პიესის მიხედვით „გულგრილი ლამაზი მამაკაცი“.

© tilde.tilde. ექსპერიმენტული თეატრი Tilde
 ექსპერიმენტული თეატრი Tilde - Sputnik საქართველო
ექსპერიმენტული თეატრი Tilde

ქართველი მსახიობების სამივე სპექტაკლზე ანშლაგი იყო, აღნიშნა ოქსანა ჩადაევამ. მისი თქმით, მათი გამოსვლებისას დარბაზი სავსე იყო და დამატებითი ადგილების სახით მაყურებელი იატაკზე ბალიშებს აწყობდა.

„დღეს ქართველებზე მიდიხართ?— გვესმოდა საუზმისას და ისინი მოდიოდნენ, ტაშს გვიკრავდნენ, მოდიოდნენ საგრიმიოროში და ემოციებისთვის აღტაცებასა და მადლიერებას გამოხატავდნენ. ჩვენ არ ვაცინებთ ხალხს, ჩვენ არ ვაშენებთ პირამიდებს. ჩვენი გმირები გახდნენ გმირები მაყურებლის ცხოვრებიდან, ალბათ, ამიტომაც გავიმარჯვეთ“, — აღნიშნა რეჟისორმა.

ბალერინები - Sputnik საქართველო
ქართველი ნორჩი ბალერინები „რიგის გაზაფხული 2016“-ზე პრიზებით დაჯილდოვდნენ

როგორც ჩადაევამ განაცხადა, ზოგიერთ დასში პროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, მათ კი ხელმძღვანელობდნენ რეჟისორები პროფესიული თეატრებიდან. ფესტივალის ფარგლებში ბევრი სხვადასხვა ნომინაცია გამოცხადდა, მათ შორის — „პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, „ორიგინალობისთვის“ და სხვა.

ექსპერიმენტული თეატრი გალერეაში Tilde თბილისში 2014 წელს კიეველმა ოქსანა ჩადაევამ დააარსა. ამჟამად თეატრის რეპერტუარში უკვე შვიდი სპექტაკლია. სამსახიობო დასი ძირითადად ქალებისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0