ქართველი ნორჩი ბალერინები „რიგის გაზაფხული 2016“-ზე პრიზებით დაჯილდოვდნენ

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеბალერინები
ბალერინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვარიაციის“ კატეგორიაში ქართველი ბალერინა საუკეთესო გახდა, გარდა ამისა, ასევე ქართველმა მოცეკვავემ მიიღო ვერცხლის მედალი „თანამედროვე ცეკვის“ კატეგორიაში.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსის „რიგის გაზაფხული 2016“ პრიზიორები გახდნენ.

XII საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი „რიგის გაზაფხული 2016“ ლატვიის დედაქალაქში 20-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა. საქართველოს გარდა, კონკურსში მონაწილეობდნენ ევროპის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ვიეტნამის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ანა კარენინა თბილისის სცენაზე. - Sputnik საქართველო
"ანა კარენინა" - პეტერბურგის საბალეტო დასი თბილისში

„ვარიაციის“ კატეგორიაში ოქროს მედლის, გრან-პრისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა სალომე ლევერაშვილი. კონკურსზე ბალერინამ პუნის ბალეტიდან "ესმერალდა" ესმერეალდას ვარიაცია იცეკვა. „თანამედროვე ცეკვის“ კატეგორიაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა სასწავლებლის მოსწავლემ თათული თალაკვაძემ. მან შეასრულა ვარიაცია პოსოხოვის ბალეტიდან "საგალობელი", იუწყება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

კონკურსანტებს პროფესიონალი ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც ლატვიისა და უცხოელი ქორეოგრაფები და ცეკვის ხელოვნების სპეციალისტები შედიოდნენ.

საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი „რიგის გაზაფხული 2016“ ლატვიაში 2012 წლიდან ტარდება. ტრადიციულად, ღონისძიების ორგანიზატორია პროფესიული შემოქმედებითი გაერთიანება სასწავლო ცენტრი „ევენტუსი“.

საერთაშორისო კონკურსი დამწყებ ახალგაზრდა შემსრულებლებსა და ქორეოგრაფებს ერთმანეთის შემოქმედების შეფასების, ერთობლივი პროექტების შესაქმნელად კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0