ბორის ეიფმანის საბალეტო თეატრის დასის დადგმას „ანა კარენინა“ თბილისში დიდი წარმატება ხვდა წილად. Sputnik-ი სპექტაკლის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
ბორის ეიფმანის საბალეტო თეატრმა თბილისში „ანა კარენინა“ ჩამოიტა, რომელსაც საოცარი წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი მოიხიბლა მოცეკვავეთა რბილი და დახვეწილი მოძრაობებით.
„ისეთ მაყურებელთან ჩამოსვლა, რომელიც ასეთი სიხარულითა და სითბოთი გხვდება და შენს ხელოვნებას აფასებს, რაღა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა“, — აღნიშნა Sputnik-თან საუბრისას ბორის ეიფმანმა.
თბილისში „ძალზე სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი ადამიანები ცხოვრობენ“, აღნიშნა მან.
ბორის ეიფმანის საბალეტო სახელმწიფო აკადემიური თეატრი სანქტ–პეტერბურგიდან ბოლო წლებში საქართველოს ხშირი სტუმარია. 2007 წელს დასმა თბილისში „რეკვიემი“ და „მუსაგეტი“ წარმოადგინა, ხოლო 2013 წელს — დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ მიხედვით დადგმული ბალეტი „ცოდვის მეორე მხარეს“.