დადიანების სასახლეში საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი გაიამართება

© FB/ Salkhino Palace Camerataდადიანების სასახლე
დადიანების სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამერული მუსიკის ფესტივალში ექვსი ქვეყნიდან - საქართველო, ავსტრია, ბელგია, ლიტვა, თურქეთი და სომხეთი - 20 მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში II საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერეტა“ 30 სექტემბერს გაიხსნება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დადიანების სასახლე, რომელიც თავადმა ლევან V დადიანმა XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააშენა, ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. 

ფესტივალი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ, რეზიდენციის ხეივანში გაიმართება, რომელსაც ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს.  

ოქროს თვალის ჯილდო - Sputnik საქართველო
ბათუმში "ოქროს თვალის" ფესტივალის მონაწილეებს სასიამოვნოდ გააოცებენ

ღონისძიების მიზანი, ერთი მხრივ, რეგიონში კულტურული ცხოვრებისა და ტურისტული მიმართულების განვითარებაა, მეორე მხრივ, კი სასახლეში აღადგინოს ХХ საუკუნემდე არსებული კულტურული და სალონური საღამოების ტრადიციები, რომელსაც საფუძველი თავად დადიანებმა და მათთან დანათესავებულმა მიურატების დინასტიამ დაუდეს.

წელს კამერული მუსიკის ფესტივალში ექვსი ქვეყნიდან — საქართველო, ავსტრია, ბელგია, ლიტვა, თურქეთი და სომხეთი —  20 მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილეთა შორისაა გიტარის კვარტეტი Four Aces-ი ბელგიიდან, ავსტრიული დუეტი Das Kollektiv-ი, სომხური კვარტეტი Alma Sax-ი, თურქული კვარტეტი Nemet-ი, ქართული კოლექტივი და ლიტველი აკორდეონისტი ლაიმონას სალიუსი.

საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერეტა“ 2015 წელს დაარსდა და სამეგრელოს რეგიონში მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. მანამდე რეგიონში კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ფაქტობრივად, არ ტარდებოდა. 

ხალხური სიმღერის ანსამბლი - Sputnik საქართველო
თბილისი საერთაშორისო ტრადიციული მრავალხმიანობის სიმპოზიუმს უმასპინძლებს

ფესტივალის ჟიურის წევრებს შორის, ტრადიციულად, მოწვეული არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეები და კრიტიკოსები. 

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის ხელმძღვანელი ქართველი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძეა. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი — მუსიკოსი შიო აბრახამიაა,  დირექტორი — ქართველი კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

„სალხინოს სასახლის კამარეტა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევით ტარდება. 


ყველა ახალი ამბავი
0