თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო VI ფესტივალ „ოქროს თვალი“, რომელიც ბათუმში 1-2 ოქტომბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ მსახიობ ნიკოლას კეიჯის ძმა, რეჟისორი და პროდიუსელი კრისტოფერ კოპოლა და ლეგენდარული „ვარსკვლავების ომების“ სპეცეპექტების ოსტატი ბრიუს ნიკოლსონო.
ფესტივალის ფარგლებში ამერიკული კინოს ვარსკვლავები ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. კრისტოფერ კოპოლა თანამედროვე კინომატოგრაფის სიახლეების სინტაქსზე, ბრიუს ნიკოლსონი კი მსოფლიო კინოში ვიზუალური ეფექტების ისტორიაზე ისაუბრებს, აცხადებენ ორგანიზატორები.
ორივე ამერიკელი ასევე კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრები გახდება. „ოქროს თვალის“ მთავარ კონკურსში, გრან-პრის გარდა, გათვალისწინებულია ნომინაციები საუკეთესო კინოსაოპერატორო, ტელესაოპერატორო და სტუდენტური ნამუშევრისთვის, ასევე საუკეთესო რისკიანი კადრისთვის.
გარდა ამისა, ძირითად კონკურსთან ერთად ფესტივალზე დაგეგმილია მსოფლიო მწარმოებლების სამაუწყებლო ტექნიკისა და სატელევიზიო პროდუქციის ორი საერთაშორისო გამოფენა.
ფესტივალი „ოქროს თვალი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიების ფონდის IFIT-ის მხარდაჭერით ჩატარდება.
ქრისტოფერ კოპოლა საკულტო რეჟისორის ფრენსის ფორდ კოპოლას ძმიშვილია. ქრისტოფერმა გადაღება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო და მთავარი გმირის როლს თავის ძმას ნიკოლასს აძლევდა. ის არის რეჟისორი ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა „დრაკულას ქვრივი“, „სასიკვდილო ვარდნა“, „თავისუფალი მსროლელი“ და „ედი მაკდაუდის 100 გმირობა“.
ბრუს ნიკოლსონი „ოსკარზე“ ორჯერ იყო წარდგენილი: პირველად 1981 წელს ვიზუალური ეფექტებისთვის ფილმში „ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძებნაში“ (დაჯილდოვდა) და მეორედ — 1982 წელს ფილმისთვის „პოლტერგეისტი“, მაგრამ ჯილდო არ მიუღია. 1977 წლიდან მოყოლებული მას 50-ზე მეტი ფილმზე აქვს ნამუშევარი. ნიკოლსონი სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის უნივერსიტეტის ლექტორია.