„წერე ქართულად კინოზე“ - საქართველოს კინოცენტრის ახალი კონკურსი

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებული ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. „წერე ქართულად კინოზე“ — ასეთი სახელწოდების სტუდენტური ახალი კონკურსი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გამოცხადდა, რომელიც კონომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარებას ისახავს მიზნად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის ან საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტ-კინომცოდნეებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე სტუდენტები წარმოდგენილი ესეების მიხედვით შეფასდებიან. მეორე, ფინალურ ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გადაღებულ 10 ფილმზე რეცენზია უნდა დაწერონ. ფილმების ჩვენება 12 ოქტომბერს გაიმართა, სტუდენტებმა რეცენზიები კი სპეციალურ კომისიას 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

ფილმი ზაფხული - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორების ფილმებმა „კინოშოკი-2016“-ზე სამი ჯილდო აიღო

კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდება. პირველი ადგილის მფლობელს შესაძლებლობა ექნება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს („ბერლინალე“) დაესწროს. გამარჯვებულის გერმანიაში მგზავრობის, სასტუმროში ცხოვრებისა და ფესტივალზე აკრედიტაციის ხარჯებს კინოცენტრი დაფარავს.

მეორე ადგილზე გასული საქართველოს უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლების საფასურით დაჯილდოვდება. მესამე ადგილის გამარჯვებული კი საქართველოს უნივერსიტეტში სწავლების ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით დასაჩუქრდება. ორივე ჯილდო იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ სტუდენტს სასწავლო გრანტი აქვს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა  5 ოქტომბერი, 17:00 საათი. გამარჯვებულთა ვინაობა 4 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გახდება ცნობილი.

როგორც საქართველოს კინოცენტრში აცხადებენ, „წერე ქართულად კინოზე“ ყოველ წელს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0