თბილისი, 19 სექტემბერი– Sputnik. რუსეთის მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ოთხი პოლიტიკური პარტია გავიდა: „ედინაია როსია“ – 44, 5%, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია — 15,3%, რუსეთის კომუნისტური პარტია — 14, 9% და ესერები — 8,1%, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით.
გამოკითხვის თანახმად, 21:00 საათისთვის პარტია „რუსეთის კომუნისტებმა“ ხმების 2,6% აიღო, „როდინამ“ – 2,3%, „სამართლიანობისათვის“ – 2%, „მწვანეებმა“ – 0,8%, ‘სამოქალაქო პლატფორმამ“- 0,3% და „სამოქალაქო ძალამ“ – 0,2%.
ВЦИОМ —ის ეგზიტპოლი რუსეთის ტერიტორიის 73 სუბიექტზე ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ხმის მიცემს შემდეგ, კვლევით ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს პლანშეტების საშუალებით ანონიმურ გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობდნენ, ხოლო 600 უბანზე კი გამოკითხვის ფურცლის შევსებას, როგორც საარჩევნო ბიულეტენის და დამოუკიდებლად დახურულ ყუთში ჩაგდებას.
გამოკითხვაში 112,309 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვებზე პასუხოს გაცემაზე თანხმობა გამოკითხულთა 65%-მა, ხოლო უარი — 35%-მა განაცხადა.
მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართა. პირველად, 2003 წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართა: დეპუტატების ნახევარს პროპორციული, ხოლო ნახევარს — მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.
არჩევნებში მონაწილეობა 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო, რაც 2011 წლის არჩევნებთან შედარებით, ორჯერ მეტია.