თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა №2151-ე უბანზე მისცა ხმა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ვის მისცა ხმა ქვეყნის პრეზიდენტმა.
„მე მყავს რჩეული. თქვენ რა, არ ხართ საქმის კურსში?“ — უპასუხა მათ ვლადიმირ პუტინმა.
მანამდე საკუთარი არჩევანი ასევე დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმაც. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.
შეგახსენებთ: დღეს რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებია.