დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული თევზაძე მართლმსაჯულებას ჩაბარდა

© photo: Sputnikპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად, ერთი თვის განმავლობაში იძებნებოდა.

თბილისი 14 სექტემბერი – Sputnik. სამტრედიის რაიონის ყოფილმა ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც სოფელ დაფნარის მკვიდრის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად, გუშინ სამართალდამცავებს ჩაბარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 12 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელდა, ვის და სად მოჰყავდა მარიხუანა სამტრედიაში. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში სისხლის სამართლის საქმე ოცზე მეტ პოლიციელზე აღიძრა

ამ ფაქტით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა, ხოლო თევზაძე მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ შსს-ს რიგებიდან გათავისუფლდა. პროკურატურამ თევზაძეზე ძებნა გამოაცხადა.

„დღევანდელი დღიდან შიმშილობას ვაცხადებ და იმედი მაქვს ობიექტური გამოძიების. მე თავს დამნაშავედ არ ვთვლი, ამაში მე ბრალი არ მიმიძღვის“, — განაცხადა თევზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ვიდრე პოლიციის შენობაში შევიდოდა.

თევზაძემ გამოძიებასთან თნამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ არ ემალებოდა მართლმსაჯულებას. ყოფილმა პოლიციელმა კატეგორიულად უარყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დემურ სტურუა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

„არანაირი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა“, — აღნიშნა მან. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
დემურ სტურუას დედის ცემას ნაცვლიშვილის თავისუფლება შეეწირა

გამოძიების ვერსიით, გოდერძი თევზაძემ 7 აგისტოს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სამტრედიის რაიონულ პოლიციაში დემურ სტურუა დაიბარა, რომელთანაც მანამდე სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა.

თევზაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ან/და მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0